ამერიკული კომპანია კოსმოსში სასტუმროს აშენებას აპირებს

ამერიკული კომპანია კოსმოსში სასტუმროს აშენებას აპირებს

კოსმოსური ტურიზმი შესაძლოა ბევრისთვის ახლა სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ამ მხრივ გეგმები უკვე არსებობს და მალე ეს რეალობა იქნება. ამერიკული კოსმოსური სამშენებლო კომპანია Orbital Assembly აცხადებს, რომ ის კოსმოსში პირველ სასტუმროს 2026 წლისთვის ააშენებს. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯონ ბლინკოუ ამბობს, კორონავირუსის პანდემიამ ერთი წლით გადაწია გეგმები. პანდემიამდე კომპანია კოსმოსური სასტუმროს მშენებლობის დაწყებას 2025 წლისთვის აპირებდა. მისი ვარაუდით, კომერციული კოსმოსური სადგურის, Voyager Station-ის აშენებას, რომელზეც სასტუმრო განთავსდება, 1-2 წელი დასჭირდება.

როგორც კოსმოსური სასტუმროს პროექტის ავტორები ამბობენ, ტურისტებს  უსაფრთხოების და ფიზიკური ტრენინგის გავლა მოუწევთ მანამ, ვიდრე SpaceX-ის ხომალდით Voyager Station-ზე გაემგზავრებიან.

სასტუმრო 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს დაიტევს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებიც, რომლებიც კვლევებსაც ჩაატარებენ, ასევე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად, შეფ-მზარეულები, რომლებიც  კოსმოსურ სადგურზე სამზარეულოს მოწყობაზე იზრუნებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *