29 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით თბილისში ტარდება ამერიკული სტეიკის ფესტივალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცეულის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნამდვილი ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი სპეციალურ ფასად.
ამერიკული ორგანიზაციების, USMEF-ისა და U.S. Beef Checkoff-ის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში გასტრონომის ყველა ფილიალში იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება შავი ანგუსის სტეიკის შეზღუდულ რაოდენობაზე.
გარდა ამისა, იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება Bistro by Gastronome-შიც, რომელიც მდებარეობს მაღაზია „გასტრონომი“-ს დიღმის ფილიალში (ბელიაშვილის 27) და არის პირველი Shop & Dine კონცეფციის რესტორანი საქართველოში. ფესტივალის განმავლობაში ბისტროში ყოველი შავი ანგუსის რიბაის სტეიკის შეკვეთისას სტუმარი მიიღებს ჩვენი სომელიეს მიერ შერჩეულ ჭიქა წითელ ღვინოს საჩუქრად.
აშშ საქონლის ხორცის ექსპორტისა და წარმოების მოცულობის კუთხით მსოფლიოს პირველ სამეულში შედის. აშშ-ში მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული და ხორცის წარმოების ყველა ეტაპი მკაცრად კონტროლდება. საქონლის დაბადებიდან მის დაკვლამდე და შემდგომ ხორცის გასაყიდად გაშვებამდე – ყველა საფეხური მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ფერმერს სწორედ ამ მკაცრი რეგულაციების დაცვა უწევს, რათა ხორცის რეალიზაციის უფლება მიეცეს.
გასტრონომი ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს ამერიკული წარმოების უმაღლესი კატეგორიის სტეიკის ნაჭრებს.
დატოვე კომენტარი