საქართველომ ებრაულ კომპანია Rafael-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გეგმავს საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლებასა და სისტემაზე მომსახურე სამხედრო პირების გადამზადებას. ამის შესახებ ამერიკული Forbes–ი სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, უცნობია რა ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა ორ ქვეყანას შორის, და კონკრეტულად რომელ სისტემებზე იმუშავებს ებრაული კომპანია. თუმცა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შეთანხმება მკაფიო ტენდენციის ნაწილია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც 12 წლის წინ, რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისა და ხუთდღიანი ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს თავდაცვის გაძლიერებას. ამ გეგმის მთავარი ნაწილი კი რადარების და სახმელეთო სარაკეტო სისტემების განახლება წარმოადგენს. სტატიის ავტორის თქმით, 2008 წლის ომის დროს, საქართველოს საჰაერო თავდაცვა წარმატებული იყო რუსულ ძალებთან გამკლავების კუთხით.
“საქართველოს სამხედრო ძალები რუსეთთან ომში ყოფილი საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩაებნენ, მათ შორის S-125M და Buk-M1-ები იყო გამოყენებული“, – წერია სტატიაში.
S-125 ფიქსირებული სისტემაა, ხოლო “ბუკი“ და “ოსა“ მობილური.
არაოფიციალური ცნობებით, “ბუკ“-ებმა ჩამოაგდეს ოთხი რუსული თვითმფრინავი ომის პირველივე დღეს. 11 აგვისტოს კი “ოსა“-ებმა Su-24M-ის ტიპის ბომბდამშენი და Su-24MR-ის ხომალდი.
სტატიაში საუბარია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთმა საომარი მოქმედებების დროს, საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადა და ზუსტად ამის შემდეგ კრემლმა გადაწყვიტა მასშტაბური რეფორმა წამოეწყო სახელით “ახალი ხედვა“.
“ახალი ხედვის” ფარგლებში მოსკოვმა დაიწყო სამხედრო ნაწილების რესტრუქტურიზაცია/გაერთიანება, ამით თანხების დაზოგვა, რათა ახალი თვითმფრინავები, გემები და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა შეესყიდა.
Forbes-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ 2008 წლის ომმა საქართველოც დააზარალა. რუსულმა მხარემ გაანადგურა მსხვილი რადარები, “ოსა“-ს სისტემები, “ბუკ“-ები და სხვა ტექნიკა. ფაქტობრივად, 2008 წლის შემდეგ, საქართველო დარჩა “დაუცველი“.
თბილისმა დაიწყო ხელახლა ჩამოყალიბება 33 000-იანი ძლიერი შეიარაღებული ძალების. პირველადი $9 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამერიკული დაფინანსებითა და NATO-ს დახმარებით ამოქმედდა, ახალი კომუნიკაციების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების და საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლებას მოიცავდა.
მას შემდეგ საქართველომ ისრაელისგან 2008 წელს, მიიღო საშუალო რადიუსზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, ასევე ქვეყანამ საფრანგეთისგან 2017 წელს შეიძინა “მისტრალის“ საზენიტო სარაკეტო ხომალდი. უკრაინამ კი საქართველოს შორ მანძილზე მოქმედი რადარები მიჰყიდა, ისევე როგორც საფრანგეთმა უზრუნველყო ქვეყანა საშუალო მანძილზე მოქმედი რადარებით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვით სისტემას ჯერ კიდევ აქვს “ბუკის“, “ოსას“ და “სტრელას“ შეიარაღება. ავტორი დასძენს, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი ისევ დაიწყო, რუსული ძალები შესაძლოა უკეთ იყვნენ მომზადებულები, თუმცა, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი ძალებიც არანაკლებ მომზადებულები არიან.
დატოვე კომენტარი