მას მერე, რაც სექტემბრის დასაწყისში მარკ ცუკერბერგმა Meta-ს (მაშინ კი Facebook-ის) და Luxottica-ს კოლაბორაციით შექმნილი ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories-ი წარმოადგინა, მის შესახებ სიახლე თითქოს არ გავრცელებულა. თუმცა ეს მას მერე შეიცვალა, რაც ცუკერბერგმა Facebook-ში ჭკვიანი სათვალის პირველი მასშტაბური განახლების შესახებ დაწერა, რომელთა მეშვეობით მომხმარებლებს, Messenger-ის გამოყენებით, მესიჯების გაგზავნა და მოსმენა, დარეკვა, ხმის აწევა-დაწევა, მუსიკის დაპაუზება და ჩართვა შეეძლებათ.
თავის დროზე Ray-Ban Stories-ს ორი კამერა გამოარჩევდა, რომელთა დახმარებით მოკლე ვიდეოების გადაღება და გაზიარება იყო შესაძლებელი, მაგრამ უკანასკნელი განახლების შემდეგ ის უფრო სასარგებლო მოწყობილობად იქცა – შეიძლება ითქვას, რომ ახლა ეს სათვალე ნამდვილად ჭკვიანი გახდა. საინტერესო კი ის არის, რომ 2022 წლისთვის მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო მეტ განახლებას გვპირდება.
დატოვე კომენტარი