ანა რობაქიძე და მისი ქართულ-ამერიკული სტარტაპი – Theneo, Web Summit-ის კონკურსის, PITCH-ის ფინალში გავიდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც პორტუგალიაში, ლისაბონში იმართება, გამარჯვებულები დღეს, 4 ნოემბერს გამოვლინდებიან.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, ასევე დეველოპერებს API დოკუმენტაციის სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნას სთავაზობს. სტარტაპი, ცოტა ხნის წინ, სტარტაპების თემატიკის მსოფლიოს წამყვანი გამოცემის, ამერიკული TechCrunch-ის რჩეულებს შორის მოხვდა.
გარდა ამისა, Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის რჩეული გახდა.
ცნობისთვის, Theneo-ს ამ დრომდე $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანა რობაქიძე 2018 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.
დატოვე კომენტარი