“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” პორტის ოპერატორის შერჩევას ერთ თვეში დაასრულებს, ასევე 1 თვის ვადაში მოხდება პორტის ძირითადი ინვესტორების შერჩევაც. TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პორტის პროექტირებისა და კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ჩვენმა კომპანიამ წარადგინა 20 მილიონი დოლარის გარანტია სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები რომელიც მათ შორის ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავს.
“ინტენსიურად მიმდინარეობს ბანკებთან ურთიერთობა, ყველა წამყვანი საერთაშორისო ბანკი ჩართულია პროცესში. შემოდგომაზე პროექტის მთლიან ფინანსურ დახურვას ვგეგმავთ”, – ამბობს ხაზარაძე. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოდან დაიწყება.
დატოვე კომენტარი