ანჯელინა ჯოლი უონსტონ ჩერჩილის ნახატის – Tower of the Koutoubia Mosque-ს გაყიდვას აპირებს. ნახატი ახლა ჯოლის და ბრეტ პიტის საკუთრებაშია. ის ჩერჩილმა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს აჩუქა მას შემდეგ, რაც მათ ერთად დაგეგმეს თუ როგორ უნდა დაემარცხებინათ ფაშისტური გერმანია.
ნახატი კრისტის აუქციონზე გავა. მასზე გამოსახულია მარაკეშის უდიდესი მეჩეთი. კრისტის აუქციონის ვარაუდით, ნახატი $3.4 მილიონზე მეტად გაიყიდება, რაც რეკორდული ფასია ხელოვნების ნიმუშების გაყიდვის კუთხით.
ნახატი უნიკალურია იმით, რომ Tower of the Koutoubia Mosque ერთაერთი ნამუშევარია, რომელიც ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა.
როგორც ცნობილია, 1943 წელს კასაბლანკას კონფერენციის შემდეგ, სადაც მოკავშირეები შეხვდნენ ერთმანეთს, ჩერჩილმა რუზველტს შესთავაზა მარაკეშის დასათვალიერებლად ერთად წასვლა. სწორედ მარაკეშის სცენა დაუხატა მან რუზველტს, რითიც ამერიკის პრეზიდენტი შთაბეჭდილებების ქვეშ მოაქცია.
ნახატი მას შემდეგ არაერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ის თავდაპირველად რუზველტის ვაჟმა გაყიდა. ბოლოს კი ის ჯოლიმ და მისმა ყოფილმა მეუღლემ ბრედ პიტმა 2001 წელს შეიძინეს.
ის ერთ-ერთი ნახატია იმ ხელოვნების ნიმუშებს შორის, რომელიც ჯოლიმ და პიტმა შეაგროვეს. მათ კოლექციაში შედის ბენკსის, პატინსონის და ნეო რაუხის ნახტები, რომლებიც ჯამში $25 მილიონის ღირებულების იქნება.
დატოვე კომენტარი