„აპარტ დეველოპმენტის“ განვითარების ახალი ეტაპი - ოპერირება „აპარტ ჯგუფის“ სახელით და მმართველობის ახალი სისტემა

„აპარტ დეველოპმენტის“ განვითარების ახალი ეტაპი - ოპერირება „აპარტ ჯგუფის“ სახელით და მმართველობის ახალი სისტემა

4-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ „აპარტ დეველოპმენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანია ოპერირებას აგრძელებს „აპარტ ჯგუფის“ სახელით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და ბიზნესის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ესენია: „აპარტ დეველოპმენტი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „აპარტ არქიტექტი“ და „აპარტ შოურუმი“.

დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობენ.

კომპანია ტრანსფორმაციის ეტაპზე აქტიურად მუშაობდა საკონსულტაციო ჯგუფ ,,სინერჯისთან’’ ერთად და საბოლოოდ მიიღო სრულიად ახალი სტრუქტურა. ამიერიდან კომპანიაში მმართველობის სისტემა არის დირექტორთა საბჭო, რომელიც 6 კომპანიის მთავარი ფიგურებით არის დაკომპლექტებული:

  • „აპარტ ჯგუფის“ ადმინისტრაციული დირექტორი – თათა დგებუაძე
  • „აპარტ ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორი – მალხაზ ხოშტარია
  • „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი – ლაშა საბაძე
  • „აპარტ დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი – ნოდარ დარსაველიძე
  • „აპარტ დეველოპმენტის“ პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი – მზეონა ზუმბაძე
  • „აპარტ დეველოპმენტის“ პროექტების დირექტორი – ილია ქვარცხავა.

რატომ გახდა საჭირო სტრუქტურულ ერთეულებად დაყოფა და როგორ განაგრძობს კომპანია საქმიანობას მმართველობის ახალი სისტემით – ამ საკითხებზე „აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბექა ხოფერია და თავად „აპარტ ჯგუფის“ საბჭოს წევრები გვიყვებიან.

რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში „აპარტ ჯგუფად“ ჩამოყალიბების შემდეგ?

„ეს ცვლილება განვითარების სრულიად ახალი ეტაპია. შეიცვალა სტრუქტურა და უფრო მაღალ დონეზე მოხდება საქმის დელეგირება/შესრულება. როგორც იცით, ჩვენ პრემიუმ-სეგმენტზე გათვლილ პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს და პროექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ხარისხის კიდევ უფრო ასაწევად, საჭირო გახდა მიმართულებებად დაშლა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსფორმაციის ეტაპზე აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა საკონსულტაციო ჯგუფთან და საბოლოოდ მივიღეთ კომპანიის სრულიად ახალი სტრუქტურა. ამიერიდან კომპანიაში მმართველობის სისტემა არის დირექტორთა საბჭო. საქმე კი განაწილდა ისე, როგორც ეს ჰოლდინგში ხდება. სტრუქტურული ერთეულები ამიერიდან ფუნქციონირებენ, როგორც ერთი მიზნის ირგვლივ შეკრული დამოუკიდებელი ერთეულები და „აპარტის“ ბრენდის პროექტების გარდა, თითოეულ მათგანს ბაზარზე ოპერირება დამოუკიდებლად შეუძლია, რაც ბაზრის გადაფარვის უფრო დიდ მასშტაბს უზრუნველყოფს.

მენეჯმენტი უფრო მოქნილი გახდა და თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი პასუხისმგებელი და პროფესიონალი ადამიანია ჩართული“, – „აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბექა ხოფერია.

„აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა საბაძე:

„„აპარტ დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება – ასე დავიწყეთ და არც მომავალში ვაპირებთ გაჩერებას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ინოვაციების დანერგვაზე ვართ ორიენტირებული. „აპარტ ჯგუფად“ ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენ მასშტაბურად გავცდებით შიდა პროექტებს და სხვა პარტნიორი კომპანიების მომსახურებასაც შევძლებთ, თუმცა, ტრადიციულად, ჩვენი ინტერესის სფერო კვლავაც პრემიუმ-სეგმენტი იქნება და ამ სტანდარტის შენარჩუნებაზე იზრუნებს თითოეული შიდა კომპანია.

ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შექმნა, რაც უძრავი ქონების კუთხით უფრო მეტად მიმზიდველს გახდის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს საქართველოში. ასევე, ჩვენი ამოცანაა, მომხმარებლისთვის შეიქმნას მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. გვქონდეს ხარისხსა და ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობები მომხმარებლებთან, რაც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების წინაპირობა იქნება.

ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ განხორციელებული ცვლილებებია. ცვლილება არის ინსპირაციის წყარო, შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი, თუმცა ძირითადი იდეა რჩება უცვლელი – მაღალი ხარისხი და ინოვაციური პროექტები.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს შევძლებთ, რადგან გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელიც იზიარებს კომპანიის ღირებულებებს, არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ“.

„აპარტ ჯგუფის“ ადმინისტრაციული დირექტორი თათა დგებუაძე:

„დაარსებიდან დღემდე კომპანიამ კარგად დაიმკვიდრა თავი გარკვეულ სეგმენტში. სადაც საუბარია პრემიუმ-ხარისხსა და ძველ თბილისზე, იქვე ახსენებენ „აპარტ დეველოპმენტს“, რაც, ალბათ, სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა.

ვფიქრობ, ახალი ტენდენცია შევქმენით და ავწიეთ თამასა, თუ როგორ უნდა შეუფარდო თანამედროვე არქიტექტურა ძველ თბილისში არსებულ მდგომარეობას. რა დამატებითი ღირებულებები შეიძლება შესთავაზო მომხმარებლებს საცხოვრებელ კომპლექსში იმისთვის, რომ სრული კომფორტი შეუქმნა. ჩვენმა პროექტებმა ძველ უბნებს ფასი მოუმატა და მეტად პრესტიჟული გახადა. ამაზე თავად მობინადრეები საუბრობენ და გვემადლიერებიან.

ოთხი წლის შემდეგ კომპანია ტოპ-დეველოპერების ათეულშია. ახლა უკვე ვთვლით, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს შევეჭიდოთ და ამიტომ ამბიციური გეგმების განხორციელება დავიწყეთ, რაც ერთიორად გაზრდის ჩვენს პორტფოლიოს და ქალაქის სხვადასხვა უბნებსაც საინტერესო პროექტები შეემატება.

განვითარებასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის სამუშაო პროფილიც, პროცესმა გვიჩვენა, რომ თუკი პასუხისმგებლობას იღებ მაღალ ხარისხზე, რთულია, დამოკიდებული იყო სხვადასხვა გარე შემსრულებელზე, ამიტომაც დაწყებული პროექტირების ეტაპიდან, მშენებლობასაც და რემონტის ხარისხსაც ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ შვილობილი კომპანიების ჩართულობით. ასე მივედით ჰოლდინგურ წყობამდე და დღეს უკვე ,,აპარტ ჯგუფი’’ ოთხი მიმართულების დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს“.

„აპარტ ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორი მალხაზ ხოშტარია:

„„აპარტ ქონსტრაქშენის“ სამომავლო პროექტებისა და მოსალოდნელი შესასრულებელი მოცულობების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდა კომპანიის ახალი სტრუქტურა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.

შეიქმნა სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი დებულებები. განისაზღვრა მათი მიზნები, ამოცანები და ურთიერთშორისი სამსახურებრივი კავშირები;

დეტალურად აღიწერა და დაინერგა კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცესები და პროცედურები. კომპანია დაკომპლექტდა გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრებით.

ჩამოყალიბდა შიდა სამშენებლო სტანდარტები ფასწარმოქმნის, მატერიალური მარაგების აღრიცხვისა და ანგარიშგების, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების, ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის, რამაც, საბოლოო ჯამში, კომპანია კიდევ უფრო ძლიერი გახადა.

ამიერიდან ჩვენ მიერ აშენებული შენობა-ნაგებობების ხარისხის გარანტი იქნება კარგად სტრუქტურირებული, მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული, მაღალკვალიფიცირებული და კომპეტენტური სპეციალისტებით.

2024 წლის დასაწყისში ვგეგმავთ კომპანიის სერტიფიცირებას ISO9001/2015 სტანდარტის შესაბამისად, რაც საშუალებას მოგვცემს, სამშენებლო პროექტები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრებში განვახორციელოთ, არამედ გარე დამკვეთებს და უცხოურ ბაზარსაც შევთავაზოთ ჩვენი სერვისი“.

„აპარტ ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ნოდარ დარსაველიძე:

„კომპანიის წარმატება ეფუძნება სამ ძირითად კომპონენტს – ხარისხიან პროდუქტს, კორპორაციულ მმართველობასა და მარკეტინგს. ამ სამ კომპონენტთან ერთად საჭიროა ბიზნესპროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია და ტოპ-მენეჯმენტის რეგულარული შეხვედრები გუნდთან, რადგან გუნდური გარემოს შექმნა ამოცანების ამოხსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

ჩვენი კომპლექსები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტიკითა და მაღალი სტანდარტებით – სწორედ ეს არის „აპარტ დეველოპმენტის“ წარმატების მთავარი ფაქტორიც.

დღეს ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, სადაც მომხმარებლის უმეტესობა მიჩვეულია არა ადამიანებთან, არამედ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან მუშაობას, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლებს კომფორტი შევუქმნათ და გავაციფრულოთ ყველა მარკეტინგული პროცესი, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჩვენს კომპანიას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იყო პირველი ციფრული ნაბიჯების გადადგმაში, რაც ზრდის და ინარჩუნებს როგორც ახალ, ისე კომპანიის მიმართ ლოიალურად განწყობილ მომხმარებლებს, ამიტომაც სამომავლოდ ბევრი საინტერესო ინოვაციას ვგეგმავთ, ესაა კარგად შემუშავებული ინოვაციური მარკეტინგული გეგმა, დინამიკურ ფასებთან ერთად კი მიზნად ვისახავთ გაყიდვების დინამიკის შენარჩუნებასა და გაზრდას – სწორედ ეს არის ჩვენი ყველა პროექტის წარმატების გასაღებიც“.

„აპარტ დეველოპმენტის“ პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი მზეონა ზუმბაძე:

„კომპანიის ზრდასა და განვითარებასთან ერთად საჭიროა სწორად დაიგეგმოს სტრუქტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები. სწორი სტრუქტურული ცვლილებები დასახული სტრატეგიის განხორციელების პირველი და მთავარი ნაბიჯია. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს კი წარმოადგენს პროდუქტის განვითარების სწორი სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი პროექტების მომზადება და ყველა თანამდევი პროცესის ორგანიზება და მართვა.

ახალი პროდუქტი კომპანიის კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთის საკმარისი არ არის ახალი პროდუქტის განვითარება ერთჯერადად, მხოლოდ საწყის ეტაპზე. სწორედ ამიტომ მენეჯმენტი სტაბილურად უთმობს ყურადღებას პროდუქტის განვითარების საკითხს და მზადაა, გაიღოს საჭირო დრო და რესურსები. კომპანიის მუდმივი გამოწვევაა ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა და შემდეგ მისი სათანადო განხორციელება. კომპანიის ახალი სტრატეგიით კი მეტი ყურადღება დაეთმობა კონკურენტუნარიანი და მუდამ განვითარებადი პროდუქტის შექმნას, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს მომხმარებლებზე.

ძალიან ბევრია სამუშაო იმისთის, რომ სამომავლო პროდუქტებით და პროექტების ხარისხით შევძლოთ, ვიყოთ მუდმივად მზარდი კომპანია, შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა და მომხმარებლების მუდმივი კმაყოფილება. მე მჯერა, რომ ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო საინტერესო და დახვეწილ პროდუქტს და პროექტებს შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებლებს“.

„აპარტ დეველოპმენტის“ პროექტების დირექტორი ილია ქვარცხავა:

,,ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისას, პირველ რიგში განისაზღვრა სამომავლო მიზნები, შემდგომში ამ მიზნების მისაღწევად განისაზღვრა ამოცანები და გაიწერა კომპანიაში მომუშავე ადამიანების კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები.

პროდუქტის შექმნიდან მის განხორციელებამდე დიდი ციკლია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეტაპი თავიდანვე სწორად იყოს დაგეგმილი, რომ შემდეგ, პროექტის განხორციელების მომენტში, ნაკლები ხარვეზი შეგვხვდეს, რაც კომპანიას დროსაც და ფინანსებსაც საგრძნობლად დაუზოგავს.

პროექტის განვითარების პროცესი თანაბარ კვეთაშია როგორც დეველოპმენტთან, ისე სამშენებლო პროცესებთან, ამიტომ ჩვენ გვიწევს, აქტიურად ვიყოთ ჩართული ორივე მიმართულებით და უზრუნველვყოთ სრული ციკლის სწორი მენეჯმენტი’’.

 

21 ოქტომბერს „აპარტ გრუპის“ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „ოლდ სითი პანორამა“ გრანდიოზულად გაიხსნა.

ოქტომბრის თვეშივე კომპანიამ ახალი პროექტი – „კრწანისის მარგალიტი” / Krtsanisi Margaliti By Apart-ი წარადგინა და გაყიდვებიც დაიწყო. ახალი პროექტი კონკურენტულია როგორც ფასის, ისე შეთავაზებული სერვისის თვალსაზრისით. მომდევნო წლისთვის კი უკვე დაგეგმილია სამი მასშტაბური პროექტი საბურთალოზე თბილისში და ბათუმში.

„აპარტ გრუპის“ ხელწერა უცვლელია: ,,ჩვენ ვქმნით პრემიუმ-ხარისხსის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს, სადაც ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის’’, – აცხადებენ კომპანიაში.

S