Apple-ი მიმდინარე წელს დამატებით 20 ქვეყანაში აპირებს App Store-ის ფუნქციონირების გაფართოებას. მათ შორის არის საქართველოც. ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი მხარდაჭერა ახალ ქვეყნებში. თუმცა, Apple-ის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს.
ამჟამად App Store-ი 155 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელსაც წლის ბოლომდე App Store-ის მხარდაჭერა ექნებათ. ესენია: ავღანეთი, გაბონი, კოტ-დივუარი, საქართველო, მალდივები, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამერუნი, ერაყი, კოსოვო, ლიბია, მონტენეგრო, მაროკო, მოზამბიკი, მიანმარი, ნაურუ, რუანდა, ტონგა, ზამბია და ვანუატუ.
დატოვე კომენტარი