კომპანია Apple-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ App Store-მა 2019 წლის აპრილის შემდეგ 300 000 სამუშაო ადგილი შექმნა.
“iOS აპლიკაციების ეკონომიკამ ამ 16 თვის ინტერვალში 300,000 ადამიანი დაასაქმა. App Store-ი ნებისმიერი ასაკის აშშ-ის მოქალაქეს პანდემიის დროსაც კი განვითარებისა და დასაქმების უამრავ შესაძლებლობებს აძლევს,” – აცხადებს კომპანია.
გარდა ამისა, Apple-მა ასევე აღნიშნა, რომ დეველოპერები მთელ მსოფლიოში თავიანთ ბიზნესებს iOS პლატფორმას არგებენ.
ამჟამად, App Store-ი 50 შტატში 2.1 მილიონ სამუშაო ადგილს უჭერს მხარს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 15%-ით მეტია.
დატოვე კომენტარი