Apple-ის განცხადებით, დეველოპერებმა, 2008 წელს App Store-ის ამოქმედებიდან ჯამში $260 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს $60 მილიარდით აღემატება. iPhone-ების მწარმოებელმა დეველოპერთა შემოსავლებზე განცხადება ორშაბათს, 2021 წლის განმავლობაში კომპანიის ციფრული სერვისების მუშაობის შეჯამებისას გააკეთა.
Apple-მა აღნიშნა, რომ App Store-ის დეველოპერებმა გასული წლის შემოსავლებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიეს და აპლიკაციის გაყიდვებიც, შობის ღამიდან ახალი წლის დადგომამდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. Apple-ის წარმომადგენლებს 2021 წლის პირველ კვირაში გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ 2020 წლის იმავე პერიოდში კომპანიამ $1,8 მილიარდის მოგება ნახა.
Apple-ის ანაზღაურება დეველოპერებისთვის App Store-დან მიღებული მთლიანი შემოსავლის 70-80%-ს შეადგენს, რომლიდანაც 15% და 30% აპებში განხორციელებულ ციფრულ შესყიდვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ საკომისიოს სტრუქტურა კომპანიაში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა, განსაკუთრებით Fortnite-ის მწარმოებელ Epic Games Inc-თან სამართლებრივი დაპირისპირების შემდგომ. Apple-ი დეველოპერებს 15%-იან და 30%-იან საკომისიოს უწესებს, რასაც მათ მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა და გამოწერის წელიწადზე მეტხანს გაგრძელება განაპირობებს.
2020 წელს, CNBC-ის დაანგარიშებით, Apple-ის App Store-მა, 30%-იანი საკომისიო განაკვეთით, $64 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო თუ 2021 წელს კომპანიის საკომისიოები თანაბრად 30%-ზე იქნებოდა. App Store-ის გაყიდვები 85,71 მილიარდ დოლარს გაუტოლდებოდა. CNBC-ის დაანგარიშებით, 15%-იანი საკომისიოს შემთხვევაში App Store-ის მოგება, $70,58 იქნებოდა.
დატოვე კომენტარი