Apple inc.-მა თავის მიმწოდებლებს ამ წლისთვის 75 მილიონი 5G iPhone-ი შეუკვეთა.
ამ წლისთვის კომპანიას დიდი ამბიციები აქვს, როგორც Bloomberg-ი წერს, კალიფორნიაში, Apple-ის სათავო ოფისში მიწოდებული iPhone-ების რაოდენობა $80 მილიონსაც გადააჭარბებს. ამასთან, ოქტომბერში Apple-ი ოთხ ახალ მოდელს უშვებს, განსხვავებული ეკრანებით, დიზაინით და სიჩქარით.
გარდა ამისა, Apple-ი შემოდგომისთვის ახალ iPad-საც გამოუშვებს, რომელიც ბოლო iPad Pro-ს უფრო დახვეწილი ვერსიაა. iPad-თან და ტელეფონებთან ერთად კომპანია მომხმარებელს ორ ახალ Apple Watch-ს სთავაზობს და თავის პირველ დიდ ყურსასმენებს.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გლობალურ ეკონომიკაზე ცუდი გავლენა იქონია, Apple-ი iPhone-ის, iPad-ის და Mac-ის მოთხოვნის ზრდა მაინც ფიქსირდება. iPhone-ის გაყიდვებიდან შემოსული შემოსავალი “უოლ სტრიტზე” ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
დატოვე კომენტარი