Apple-ი ჩინეთის გარეთ ყველა მაღაზიას ხურავს. მაღაზიები 27 მარტამდე იქნება დაკეტილი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსია. iPhone-ის მწარმოებლის ონლაინ მაღაზია ღია იქნება, ასევე აპლიკაცია Apple Store-იც.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, Apple-მა ისწავლა ჩინეთში ეპიდემიის გაკვეთილებიდან, ამიტომაც იღებს ახლა მსგავს ზომებს.
“ერთ-ერთი მსგავსი გაკვეთილია ის, რომ ყველაზე ეფექტური გზა რისკების შესამცირებლად ვირუსის გადაცემის კუთხით, არის ხალხმრავლობის შემცირება და სოციალური დისტანცირების მაქსიმუმამდე გაზრდა. ვინაიდან ინფექცია ჩინეთს გარეთ იზრდება, ჩვენ დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ, რათა დავიცვათ ჩვენი ჯგუფის წევრებიც და მომხმარებლებლიც“, – განაცხადა ტიმ კუკმა.
შეგახსენებთ, Apple-მა რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ, ჩინეთში მაღაზიები უკვე გახსნა.
დატოვე კომენტარი