Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს გადააჭარბა. Apple-ის მიერ $2 ტრილიონიანი ნიშნულის გადაბიჯება საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების 3%-იანმა ზრდამ განაპირობა, რის შედაგადაც რამდენიმე საათის განმავლობაში Apple-ის ერთი აქციის ღირებულება $467.77-ზე მაღლა იყო. კომპანიის ყველა აქციის ჯამურმა ღირებულებამ, ანუ საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს გადააჭარბა.
2018 წელს Apple-ი პირველი კომპანია იყო, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $1 ტრილიონს გადააჭარბა, შესაბამისად, გასული ორი წლის განმავლობაში კომპანიამ საკუთარი აქციების და ჯამური ღირებულების გაორმაგება შეძლო.