Apple-ი საფრანგეთმა $1.2 მლრდ-ით დააჯარიმა. მიზეზი დამოუკიდებელ ბითუმად მოვაჭრეებზე ეკონომიკური ბერკეტების ბოროტად გამოყენება გახდა.
კერძოდ, კომპანიას ადანაშაულებენ Premium-ის ტიპის გადამყიდველებისთვის ფასების შემცირებაში ხელის შეშლასა და მათ იძულებაში, რომ Apple-ის პროდუქტი იგივე ფასად გაეყიდათ, როგორც კომპანია ინტეგრირებული გაყიდვების არხებით ახდენს.
ამასთან, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს ადანაშაულებენ Premium ტიპის მოვაჭრეების არასამართლიან და არახელსაყრელ კომერციულ პირობებში ჩაყენებაში.
როგორც საფრანგეთის კონკურენციის სამსახურში განაცხადეს, Apple-ი და მისი ორი ბითუმად მოვაჭრე კომპანია შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის კონკურენციაში არ იქნებიან, რის შედეგადაც Apple-ის პროდუქტების საბითუმო ბაზრის ერთგვარი სტერილიზება მოხდა.
დატოვე კომენტარი