ყოველი წლის ბოლოს Apple-ი საუკეთესო აპლიკაციებსა და თამაშებს გამოარჩევს, რომელთაც სპეციალური პრიზით აჯილდოებს – ამ ღონისძიებას App Store Awards-ი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წელსაც გაიმართა, რომლის მთავარი თემა – კავშირი გახლდათ. წელს Apple-მა თხუთმეტი აპლიკაცია გამოარჩია, რომელთაც ადამიანები საკუთარი მიზნების მიღწევაში, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, ახალ ადამიანებთან დაკავშირებაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და, ზოგადად, გასართობად იყენებენ.
„დეველოპერებმა, რომელთაც 2021 წლის App Store Awards-ის დაჯილდოებაში გაიმარჯვეს, საკუთარი დრაივი და ხედვა წლის საუკეთესო აპლიკაციებისა და თამაშების შესაქმნელად გამოიყენეს, რითაც მსოფლიოს გარშემო მცხოვრები მილიონობით ადამიანის შემოქმედებით ნიჭს ნაპერწკალი მისცეს“, – აღნიშნა Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა.
2021 წლის App Store Awards-ის გამარჯვებულები – აპლიკაციები
წლის საუკეთესო აპლიკაცია iPhone-ისთვის – Toca Life World (დეველოპერი – Toca Boca)
წლის საუკეთესო აპლიკაცია iPad-ისთვის – LumaFusion (LumaBoca)
წლის საუკეთესო აპლიკაცია Mac-ისთვის – Craft (Luki Labs Limited)
წლის საუკეთესო აპლიკაცია Apple TV-სთვის – DAZN (DAZN Group)
წლის საუკეთესო აპლიკაცია Apple Watch-ისთვის – Carrot Weather (Grailr)
2021 წლის App Store Awards-ის გამარჯვებულები – თამაშები
წლის საუკეთესო თამაში iPhone-ისთვის – League of Legends: Wild Rift (Riot Games)
წლის საუკეთესო თამაში iPad-ისთვის – MARVEL Future Revolution (Netmarble Corporation)
წლის საუკეთესო თამაში Mac-ისთვის – Myst (Cyan)
წლის საუკეთესო თამაში Apple TV-სთვის – Space Marshals 3 (Pixelbite)
წლის საუკეთესო არკადა – Fantasian (Mistwalker)
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო აპლიკაციებისა და თამაშების გამოვლენის გარდა, Apple-მა წლის ტრენდის ჯილდოც დააწესა, რომლის მთავარი თემა, 2021 წელს – ადამიანური კავშირი გახლდათ. ამ კატეგორიაში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხუთი აპლიკაცია გამოარჩია, რომელთაც მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დააკავშირეს.
„Among Us!“ – (Innersloth)
Bumble – (Bumble Inc.)
Canva – (Canva)
EatOkra – (ენტონი ედვარდს ჯუნიორი და ჯანიქ ედვარდსი)
Peanut – (Peanut App Limited)
ცნობისთვის, Apple-ის ეს ტრადიციული დაჯილდოება, რომლითაც ტექნოლოგიური გიგანტი დეველოპერებს მადლობას უხდის და საკუთარი საქმის გასაგრძელებლად სტიმულს აძლევს – ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს. თუმცა, გასული წლიდან, Apple-მა სიახლეც შემოგვთავაზა: საქვეყნო აღიარების გარდა, გამარჯვებულები ფიზიკურ ჯილდოს – 100%-ით გადამუშავებული ალუმინისგან წარმოებული App Store-ის ლოგოს ეუფლებიან.
დატოვე კომენტარი