Apple-მა ახალი iPhone 12 წარადგინა, რომელსაც 5G მხარდაჭერა აქვს. ახალი სმარტფონი ოთხი სხვადასხვა მოდელით წარმოადგინეს. ესენია: 677-დოლარიანი iPhone 12 Mini, 799-დოლარიანი iPhone 12, 999-დოლარიანი iPhone 12 Pro და 1099-დოლარიანი iPhone 12 Pro Max.
Apple ამბობს, რომ iPhone 12 11%-ით უფრო თხელი, 15%-ით უფრო პატარა ზომის და 16%-ით უფრო მსუბუქია iPhone 11-თან შედარებით, მაშინ როდესაც ამ ორივე სმარტფონს ერთი და იგივე ზომის ეკრანი აქვთ. iPhone 12 Pro-ს 6.1 ინჩიანი ეკრანი აქვს, iPhone 11 Pro Max-ს კი 6.7 ინჩიანი. აღნიშნული სმარტფონები ზომაში ამ დრომდე გამოსულ iPhone-ებს შორის ყველაზე დიდია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაში მსოფლიოში – League of Legends-ი იქნება სწორედ iPhone 12-ში.
გარდა ამისა, Apple-ის ახალ პროდუქტს ექნება მაგნიტური აქსესუარი, მაგალითად ჩასადები და ასევე უკაბელო დამტენი, რომელსაც სმარტფონს უკან მიამაგრებ და ასე დაიმუხტება ის.
გარდა ამისა, Apple-ის ახალი პროდუქტების მომხმარებლები შეძლებენ ძალიან მაღალხარისხიანი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ახალი სმარტფონის კამერა HDR ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება ფერებს, iPhone 12 Pro ოთხ ფერშია წარმოდგენილი: ნაცრისფერი, უჟანგავი ფოლადისფერი, ოქროსფერი და ახალი ლურჯი.
Apple-ის ახალი სმარტფონები მტვერგამძლეა და მათ სამმაგი კამერის სისტემა აქვთ.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ Apple-ი იძულებული გახადა დროებით დაეხურა მაღაზიები და ახალი სმარტფონის წარდგენა გადაევადებინა, კომპანიის აქციების ფასი ბოლო ერთ წელში 110%-ით გაზარდა. შედეგად ის პირველი კომპანია გახდა (რომლის აქციებიც საჯაროდ ივაჭრება), რომლის საბაზრო ღირებულებამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა. ეს იყო აგვისტოში.
დატოვე კომენტარი