ამერიკულმა IT-გიგანტმა, პირველ ფინანსურ კვარტალში (2015 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) 74.8 მილიონი სმარტფონი გაყიდა, ხოლო 1 წლის წინ, დროის იგივე მონაკვეთში – 74.5 მილიონი, რაც ყველაზე დაბალი ზრდაა 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი iPhone-ი გამოვიდა ბაზარზე.
მიუხედავად ამისა, Apple-ის შემოსავლებმა კვარტლის ბოლოს, $75.9 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ – $18.4 მილიარდი, რაც კომპანიისთვის აბსოლუტური რეკორდია.
დატოვე კომენტარი