თუ ერთობლივად თიბისი ბანკისა და Apple-ის პროდუქციის მომხმარებელი ხართ, მაშინ თქვენ გადახდების ინოვაციური სერვისით სარგებლობის საშუალება გაძლევათ.
თიბისი ბანკმა მომხმარებლებს Apple Pay წარუდგინა, რომელიც მობილური გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს, სწრაფს, კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის.
პროექტის პრეზენტაცია თიბისი ბანკის წარმომადგენლებმა სასტუმრო „სტამბაში“ გამართეს, სადაც დამსწრე აუდიტორიას პროგრამის მუშაობის სპეციფიკა და Apple Pay-თ გადახდის უპირატესობები გააცნეს. Apple Pay-თ სარგებლობა შესაძლებელია iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.
Apple Pay-ით გადახდა საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას არის შესაძლებელი.
“თიბისის მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შეთავაზება არა მხოლო საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენი მომხმარებელი უკვე დიდი ხანი ელოდა Apple Pay-ის საქართველოში დანერგვას. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ დღეს ეს პროდუქტი წარგვედგინა“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტან გუცხრიკიძემ.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას თან ახლავს, მის უსაფრთხოებაა. გაირკვა, რომ ამ მხრივ პროგრამა კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, რადაგ Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია კი ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით ხორციელდება.
Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი. რაც შეეხება რეგისტრაციას, სისტემაში ბარათის დამატება iPhone-ის ტელეფონში არსებული პროგრამის wallet-ის მეშვეობით ხორციელდება, რისთვისაც ბარათის დასკანერება და 16 ნიშნა კოდის ხელით შეყვანა საკამრისია.
მცირე დროის მიუხედავად სიახლემ უკვე დიდი მოწონება დაიმსახურება თიბისი ბანკის მომხმარებლებში. Apple Pay-ის ჩაშვების პირველივე დღეს აპლიკაციაში 17 000 თიბისის ბარათი დარეგისტრირდა და რამდენიმე ათასი გადახდა დაფიქისრდა.
“იმ ციფრებით რაც დღეისთვის არსებობს შეიძლება ითქვას, რომ Apple Pay-ს საქართველოში დანერგვამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მომხმარებელთა რაოდენობა უკვე კოლოსალურია. გადახდა დღემდე ასეთი მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო არასდროს ყოფილა”, – განაცხადა თიბისი ბანკის ციფრული გადახდების ასოცირებულმა პარტნიორმა ზვიად წოწკოლაურმა.
აღსანიშნავია, რომ Apple Pay-ს გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.
დატოვე კომენტარი