Apple-ი აპირებს, რომ თანამშრომლები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ოფისებში დააბრუნოს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი, ამბობს, აუცილებელი მოთხოვნა ოფისში, მინიმუმ, სამი სამუშაო დღის დაყოფა იქნება, დარჩენილ ორზე კი თანამშრომლებს არჩევანის უფლება ექნებათ – საქმიანობა ადგილზევე განაგრძონ, თუ დისტანციურად.
კუკი ფიქრობს, რომ Apple-მა წარმატებით გაართვა თავი სახლიდან მუშაობას, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა ოფისსა და თანამშრომლებს შორის უშუალო კოლაბორაციის ჩამნაცვლებელი. „სიმართლე ისაა, რომ წინა წელს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვაკლდა – ერთმანეთი“, – წერს იგი.
შეგახსენებთ, რომ Apple-სთვის გასული პერიოდი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა – კომპანიის შემოსავალმა 50%-ით მოიმატა, რაც, უმეტესწილად, მის ყველაზე პოპულარულ პროდუქტზე, iPhone-ზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგია.
რაც შეეხებათ სხვა კომპანიებს, Google-იც – მსგავსად Apple-ისა – კვირაში, სულ მცირე, სამი დღით აპირებს ოფისიდან მუშაობას. თუმცა გიგანტი კომპანიების ნაწილი დაუზუსტებელი ვადით საქმიანობას კვლავ დისტრანციურად განაგრძობს – მათ შორის, Facebook-ი და Twitter-ი.
დატოვე კომენტარი