ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 64 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4 მლნ ლარით (7%-ით) მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. აპრილში მოგების გადასახადის სახით ბანკებმა ბიუჯეტში 9 მლნ ლარი გადაიხადეს.
აპრილში ბანკების შემოსავლებმა 358 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 284 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 74 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ბანკების მოგება 263 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-აპრილის მოგებაზე 31 მლნ ლარით (11%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში
დატოვე კომენტარი