საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 12.8%-ით გაძვირდა.
აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული – 9%, ზეთი – 7.4%, პური – 4.7%, ყავა, ჩაი – 4.1%, ხილი – 3.2%, საწვავი – 3.9%, ფეხსაცმელი – 9.5%,
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (საწვავის ჩათვლით) გაძვირდა – 22.4%-ით, სურსათი – 21.3%-ით, სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება – 12.5%-ით, საოჯახო ნივთები – 10.1%-ით.
სურსათიდან ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა – 46%-ით, პური 29%-ით გაძვირდა, ზეთი – 21%-ით, შაქარი – 19%-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 18%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი