საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 100.18 მლნ ლარით (0.22%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 44.77 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 139.19 მლნ ლარით (0.56%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.38 მლნ ლარით (1.20%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.92%-ით).