საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის აპრილში, 2018 წლის აპრილთან შედარებით, 12.5 მლნ დოლარით, 10%-ით გაიზარდა. აპრილში სულ 137 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აპრილის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.6 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილში, ჯამში, 517 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 7.4%-ით (36 მლნ დოლარით) მეტია.
აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ აპრილში 3 727 ათასი დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც აპრილში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
| 2018 | 2019 | ზრდა |
იტალია | 14.7 | 18.4 | 3.8 |
აშშ | 12.7 | 14.7 | 1.9 |
პოლონეთი | 1.0 | 2.5 | 1.5 |
ისრაელი | 11.9 | 13.3 | 1.4 |
საბერძნეთი | 15.0 | 16.3 | 1.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი