სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციის თანახმად, აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა (მთლიანი სალდოს მიხედვით) 113 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილის – 88 მილიონი ლარის დაფარვა ბიუჯეტის ნაშთის შემცირებით მოხდა.
გასულ ოთხ თვეში ყველაზე მეტი თანხა (899 მილიონი ლარი) სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე დაიხარჯა. მეორე ადგილზე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაა 447 მილიონი ლარით. ამასთან, სახელმწიფომ 224 მილიონი ლარის საშინაო და 123 მილიონი ლარის საგარეო ვალი აიღო.
დატოვე კომენტარი