სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 1.3%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წლის აპრილთან შედარებით 9.0%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 33%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.6%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 8.3%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 32.1%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 6.5%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 9.4%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 23.1%-ით გაიაფდა.
დატოვე კომენტარი