საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.2%-ია, ხოლო იანვარ-აპრილში 5.5%.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს (რაც სავარაუდოდ ახლო მომავალში გადაიხედება). საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა
დატოვე კომენტარი