საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში, 2016 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.1%-ით გაიზარდა. პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალომ 4.2%.
2016 წელს საქართველოს ეკონომიკა ჯამში 2.7%-ით გაიზარდა. 2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, ხოლო სავალუტო ფონდის პროგნოზით 3.5%-ით.
დატოვე კომენტარი