საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის აპრილში 2016 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით (46 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 6.3%-ით (35 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებითაც (25 მლნ დოლარით), თუმცა 25 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის აპრილის ექსპორტს.
2017 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 211.6 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 591.6 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 380 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 11 მლნ დოლარით ნაკლებია.
ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ექსპორტი 30%-ით (180 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 13%-ით (259 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მაისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი