საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 70%-ით (156 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 57%-ით (271 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა 2019 წლის აპრილის მაჩვენებელზეც მეტია 22%-ით.
2021 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 378 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 749 მლნ დოლარი შეადგინა.
აპრილის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -371 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 115 მლნ დოლარით მეტია.
ოთხი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 20%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 13%-ითაა გაზრდილი. ოთხი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 531 მლნ დოლარია, გასული წლის ოთხ თვეში -1 461 მლნ დოლარი იყო.
აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მაისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი