საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 182%-ით გაიზარდა. 2020 წლის აპრილში 26,876 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის აპრილში 75,831. 2019 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 78%-ით არის შემცირებული.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აპრილში 142%-ით გაიზარდა და ჯამში 85,754 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 87%-ით არის შემცირებული.
ოთხი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 76%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 84%-ით არის შემცირებული.
აპრილში ყველაზე მეტი (21,106) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა ისრაელია 10,098 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 8,518 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა | ცვლილება |
თურქეთი | 21,106 | 48% |
ისრაელი | 10,098 | 13925% |
რუსეთი | 8,518 | 125% |
სომხეთი | 8,331 | 3.9% |
უკრაინა | 5,922 | 403% |
აზერბაიჯანი | 5,287 | 107% |
უზბეკეთი | 2,711 | 293% |
ყაზახეთი | 1,639 | 284% |
ბელარუსი | 1,463 | 77% |
ირანი | 1,024 | 611% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი