საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში, 2018 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა. 2018 წლის აპრილში 334 501 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის აპრილში 348 519.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აპრილში 4.6%-ით გაიზარდა და ჯამში 647 770 ვიზიტორი შემოვიდა. ერთდღიანი ვიზიტები 3%-ით გაიზარდა.
ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ტურისტების რაოდენობა 4.8%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 2.9%-ით გაიზარდა.
აპრილში ყველაზე მეტი (113 138) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 99 073 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 95 063 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა | ცვლილება |
რუსეთი | 113,138 | 27% |
აზერბაიჯანი | 99,073 | 0% |
თურქეთი | 95,063 | -8% |
სომხეთი | 94,391 | 4% |
ისრაელი | 14,343 | 11% |
უკრაინა | 11,991 | 3% |
ირანი | 10,505 | -59% |
გერმანია | 5,670 | 43% |
ყაზახეთი | 5,621 | 89% |
ინდოეთი | 5,243 | 23% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი