2017 წლის აპრილში, წინა თვესთან, მარტთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 94.5 მილიონი დოლარით (3.6%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 293 მილიონი დოლარით (13%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის აპრილის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 342 მილიონი დოლარით (12%-ით) არის შემცირებული.
2017 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 538 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი