2016 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიონი დოლარით (0.1%-ით) გაიზარდა. გასულ თვეში სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი შეისყიდა, რამაც გადაფარა შიდა სამთავრობო კონვერტაციები და რეზერვები გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის აპრილის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 635 მილიონი დოლარით (22%-ით) არის შემცირებული.
2016 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.252 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.6 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.6 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში:
დატოვე კომენტარი