ხელოვნების ნიმუშების პარიზელი კოლექციონერი და ფილანთროპი, სვეტლანა კუზმიჩევა-უსპენსკაია Project Perpetual-ის (“საუკუნის პროექტი”) ინიციატორია. ამ წამოწყებისას ის ხელმძღვანელობდა იმ რწმენით, რომ კრეატიულობა შეიძლება ქველმოქმედების ახალი გზების აღმოსაჩენად მოტივაციის წყაროდ იქცეს. კუზმიჩევა-უსპენსკაიამ გაეროს ფონდის იმ ორგანიზაციების დასახმარებლად რომლებიც ბავშვებისთვის ძირითადი ვაქცინაციების ორგანიზებას ახორციელებენ, აუქციონი მოაწყო. ეს ის დაავადებებია, რომელთა პრევენცირება ვაქცინაციით არის შესაძლებელი, თუმცა ყოველწლიურად, სულ ცოტა, 1.5 მილიონი ბავშვის სიცოცხლე მიაქვთ. Project Perpetual-ის საინაუგურაციო პროექტისთვის მან თავის ყველაზე გავლენიან ნაცნობებს მოუხმო. ფულის შესაგროვებლად მათ პროექტისთვის თავიანთი ერთი ყველაზე საყვარელი ჩანთა უნდა გადაეცათ, რომელთა დახმარებით ჯეფ კუნსი ახალ კონცეფციას შექმნიდა.
Project Perpetual-ის აუქციონი ნოემბერში რესტორან Four Seasons-ში გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი იყო კუნსის მიერ ინდივიდუალიზებული ჩანთები, ნატურალური ზომის ჯეფ კუნსის ნამუშევარი, რომელიც მისი Gazing Ball-ის სერიების ნაწილია. ეს ქანდაკება ინსპირირებულია პაბლო პიკასოს ნახატით La Soupe (“წვნიანი”), რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ აძლევს დედა შვილს წვნიანით სავსე ფიალას. Project Perpetual-ის ქანდაკება Gazing Ball- ის შესაქმნელად კუნსმა ნახატი ხელახლა გაიაზრა და დედას მკლავზე პრინცესა კაროლინა ჰანოვერელის, კუზმიჩევა-უსპენსკაიასა და კუოს ჩანთები ჩამოჰკიდა. სხვა ქანდაკებები კუნსის Gazing Ball-ის სერიებიდან $2-$2.5 მილიონად გაიყიდა.
კუზმიჩევა-უსპენსკაია ამბობს, რომ ეს პროექტი მიზნად ორ ამოცანას ისახავს – კრეატიულობის მნიშვნელობისა და ძალის დემონსტრირებას და ხელოვნების სამყაროს წარმომადგენლების მიერ ვაქცინაციის შესახებ შეტყობინების გავრცელებას. “ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი იარაღია, რომელმაც უფრო მეტი სიცოცხლე გადაარჩინა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მედიკამენტმა კაცობრიობის ისტორიაში და ეს უნდა გვახსოვდეს.
დატოვე კომენტარი