არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკებმა $40 მლრდ-ის ღირებულების ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმების შესახებ განაცხადეს, რათა კორონავირუსის პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე შემცირდეს.
უფრო კონკრეტულად, საამიროების მთავრობა გეგმავს ბანკებისა და ბიზნესების მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელსაც პირველ რიგში აზიანებს კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ფაქტორები. მათ შორისაა ტურიზმი და ტრანსპორტის სექტორი, რომელთაც დაახლოებით $27 მლრდ-ით დაეხმარებიან.
პარალელურად, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დაახლოებით $13,32 მლრდ-ის მობილიზება იგეგმება, რათა დაეხმარონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ეკონომიკურ ეფექტებთან გამკლავებაში.
ამასთან, მთავრობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, ამ დრომდე კორონავირუსით საამიროებში 98 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო საუდის არაბეთში – 118.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და კონფერენციები გაუქმდა ან გადაიდო. ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობს.
დატოვე კომენტარი