VKontakte-სა და Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია. ამჟამად კი დუროვმა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსი მიიღო.
Forbes-ის შეფასებით, წარმოშობით რუსი მეწარმის ქონება 15.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დუროვს რუსეთის დატოვება დაახლოებით 10 წლის წინ მოუწია, როდესაც FSB-მ მას დაზვერვის სამსახურისთვის უკრაინელი მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემა მოსთხოვა. დუროვმა Telegram-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ დაარღვია და FSB-ს მოთხოვნის დამორჩილებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე კვირაში ის საკუთარი კომპანიიდან გამოუშვეს და საბოლოოდ მილიარდერ მეწარმეს სამშობლოს დატოვებაც აიძულეს.
რუსეთიდან წამოსული დუროვი საცხოვრებლად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა, ქვეყანაში რომელიც ამჟამად ყველაზე მიმზიდველი საცხოვრებელი ადგილია მილიონერებისა და მილიარდერებისთვის. UAE-ის მიმართ მდიდარი მოსახლეობის უჩვეულოდ მაღალი ინტერესი სახელმწიფო პროგრამებითა და საგადასახადო პოლიტიკითაა განპირობებული.
ცნობისთვის, წლის განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საცხოვრებლად 4,000 მილიონერი მოქალაქე გადავიდა, მათი უმეტესობა კი სწორედ რუსეთიდან.
დატოვე კომენტარი