საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 81%-მდე შემცირდა. მსოფლიოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მაჩვენებელს „გლობალური პროგრამული ალიანსი (The Software Alliance ) ითვლის და კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში არალიცენზიებულ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების დონე 84% იყო, ბოლო ორ წელში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით შემცირდა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საქართველოშია და ამ რეგიონში ქვეყანას მხოლოდ სომხეთი (85%), ბელარუსი (82%) და მოლდოვა (83%) უსწრებს.
საშუალოდ კი რეგიონში არალიზენზირებული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 57%-ია.
2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში მსოფლიოში არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა და 37% შეამდგინა.
არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის კომერციული ღირებულება მსოფლიოში 8%-ით შემცირდა და 46 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოში არალიცინეზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების კომერციული ღირებულება, კვლევის მიხედვით, 22 მილიონ დოლარადაა შეფასებული, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 25 მილიონი დოლარი იყო.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს პირატული პროგრამების გამოყენება წელიწადში $359 მილიარდი უჯდებათ, რაც უმეტესად ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება.
ყველაზე ხშირად ლიცენზირებულ პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ, – 85%-ის შემთხვევაში ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფა ლიცენზირებულია.
დატოვე კომენტარი