საუდის არაბეთის ნავთობის გიგანტმა, Aramco-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. ანგარიშზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 31.88 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით 19%-იან კლებას გულისხმობს.
Aramco-ს ინფორმაციით, ვარდნა ძირითადად ნედლი ნავთობის დაბალი ფასებით გამოწვეული იყო, თუმცა დაბალი გადასახადებით და სხვა შემოსავლების ზრდით ნაწილობრივ კომპენსირდება.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლების მიუხედავად, 2022 წლის მეოთხე კვარტალთან მიმართებით მოგება 3.75%-ითაა გაზრდილი. აქვე გეტყვით, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, Aramco-ს მოგება გასულ კვარტალში დაახლოებით $30.8 მილიარდი უნდა ყოფილიყო.
როგორც ირკვევა, მსოფლიოს წამყვანი ნავთობექსპორტიორი დივიდენდების სახით 19.5 მილიარდ აშშ დოლარს გასცემს.
შეგახსენებთ, Aramco-მ პირველ კვარტალში საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოების მიზნით რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია, მათ შორის ჩინეთთან. მან ასევე ბოლომდე მიიყვანა Valvoline Inc-ის პროდუქტების ბიზნესის 2.76 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვა.