აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“: კანონპროექტი მე-11 კენჭისყრაზეც ჩავარდა

აშშ-ის ფედერალური მთავრობა უკვე ორ კვირაზე მეტია ე.წ. „შათდაუნში“ იმყოფება და ძირითადი მიმართულებების ფუნქციონირება შეჩერებული აქვს. სენატში მთავრობის მუშაობის აღდგენის კანონპროექტი გუშინ მეთერთმეტედ ჩავარდა.

სენატმა რესპუბლიკელი კანონმდებლების წარდგენილ კანონპროექტს 50 მომხრით, 43-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანკანონპროექტს დასამტკიცებლად 60 ხმა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ შვიდმა სენატორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ე.წ. „შათდაუნის“ დროს შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ მანამ, სანამ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა მათი სამომავლო დაფინანსების საკითხებზე შეთანხმდება. „შათდაუნი“ არ ეხება სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს, მათ შორის – სამართალდამცველ უწყებებს.

სენატის მიერ ბიუჯეტის კანონპროექტის მიღების შემდეგ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ცნობისათვის, ბოლოს „შათდაუნი“ აშშ-ში 2018 წელს, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მოხდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში გაგრძელდა. პოლიტიკური მიმომხილველები ამჯერად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნს” პროგნოზირებენ.