ვაშინგტონმა კონტრდრონების სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის კატარისთვის შესაძლო მიყიდვის შესახებ $1-მილიარდიანი შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს და მთავარ კონტრაქტორებს შორის Raytheon Technologies-ს, SRC-სა და Northrop Grumman-ს ასახელებს.
აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) განცხადებით, $1-მილიარდიანი პროგრამა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან თანხვდენაშია, რაც მეგობარი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს. შეთანხმება კატარს სამომავლო პოტენციური საფრთხეებისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს.
სისტემების მიყიდვის შესახებ განცხადება კატარში, თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების შემდეგ გავრცელდა. უკრაინაში რუსეთის მიერ დრონების გამოყენებამ კი უპილოტო საფრენი აპარატის საშიშროება უფრო ნათელი გახადა. ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კატარი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მთავარ მოკავშირედ დაასახელა, რაც ქვეყანას რეგიონში აშშ-ისთვის განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.
შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები კატარს FS-LIDS-სისტემას გადასცემს. FS-LIDS-ი SRC Technology-ის AN/TPQ-50 საჰაერო სათვალთვალო რადარით, counter-sUAS EW სისტემით და ელექტროოპტიკური/ინფრაწითელი კამერითაა აღჭურვილი.
დატოვე კომენტარი
I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.