ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2019 წლის გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი შედგენილია BAV ჯგუფთან პარტნიორობით, რომლის შედგენაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ გლობალური მარკეტინგული საკომუნიკაციო კომპანია VMLY & R და პენსილვანიის უნივერსიტეტის Wharton School-ი. 20 000 მეტი ადამინი იქნა გამოკითხული რეიტინგის შედგენისას.
სიის შედგენისას მათ გაითვალისწინეს ქვეყნების მშპ-ს მონაცემები, მოსახლეობის რაოდენობა და მშპ-ს წილი ერთ სულ მოსახლეზე .
“მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ხშირად ფიგურირებენ ახალ ამბებში, დიდი წვლილი შეაქვთ გლობალური ეკონომიკური მოდელების ფორმირებაში და პოლიტიკურ სარბიელზე დიდი გავლენით სარგებლობენ”. გამოცემა U.S.News-ი აღნიშნავს.
გავლენინი ქვეყნების რეტინგის მდგენელს ასევე წარმოადგენს შემდეგი კომპონენტები: ქვეყნის ლიდერობა, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენიანობა, ძლიერი საერთაშორისო ალიანსები და ძლიერი სამხედროები.
გავლენინაი ქვეყნების სათავეში აშშ დგას და იგი ყველაზე ძლიერ ქვეყნად აღიქმება ეკონომიკის და სამხედრო ბიუჯეტის თვალსაზრისითაც. ამერიკამ სამხედრო ტექნიკაზე და პერსონალზე 610 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ქვეყანამ დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია მოკავშირე ქვეყნებს მსოფლიოში და ნატოს ალიანსის ყველაზე მთავარი კონტრიბუტორია.
სიაში მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, მესამეზე კი ჩინეთი აღმოჩნდა. რეიტინგის პირველი ათეულში ასევე გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა მოხვდნენ.
1. აშშ – GDP $19.4 ტრილიონი
მოსახელობა 325.7 მილიონი
მშპ-ს წილი ერთ სულ მოსახლეზე $59,792
2. რუსეთი – GDP $1.6 ტრილიონი
მოსახელობა 144.5 მილიონი
მშპ-ს წილი ერთ სულ მოსახლეზე $27,893
3. ჩინეთი – GDP $12.2 ტრილიონი
მოსახელობა 1.4 მილიარდი
მშპ-ს წილი ერთ სულ მოსახლეზე $16,696
დატოვე კომენტარი