აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალური საფრთხის პარალელურად, აშშ-ში გარემოს დამცველები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნავთობის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ, პირიქით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება რეკორდული ტემპით იზრდება.

S&P Global Commodity Insights-ის ანგარიშით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შეერთებული შტატები 13.3 მილიონ ბარელ კონდენსირებულსა და ნედლ ნავთობს აწარმოებს დღეში, რაც ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია.

S&P-ის თანახმად, აშშ-ში ფიქლის ნავთობის მოპოვება იმდენადაა გაზრდილი, რომ ახლა ქვეყანა დაახლოებით იმდენივე ნედლ ნავთობს, გადამუშავებულ პროდუქტებსა და ბუნებრივ აირს აწვდის მსოფლიოს ექსპორტით, რამდენსაც საუდის არაბეთი და რუსეთი.

ენერგიის საინფორმაციო სამსახურის თანახმად, გასულ თვეში, კვირაში იწარმოებოდა 13.2 მილიონი ბარელი/დღეში, რაც მცირედით მეტია 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას დაფიქსირებულ 13.1 მილიონზე.

2020-ში, პანდემიური კრიზისის დროს და ახლაც დიდი ოდენობით წარმოება ნავთობისა და საწვავის ფასების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ეს ასევე აბალანსებს OPEC-ისა და მისი მოკავშირეების, ძირითადად, რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ მიწოდების მნიშვნელოვნად შემცირებას ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით. OPEC-ის სხვა არაწევრ სახელმწიფოებში, მათ შორის, კანადასა და ბრაზილიაში, რომელიც მომავალი წლიდან შეურთდება ამ ორგანიზაციას, მოპოვება ასევე რეკორდულ ნიშნულზეა.

გაზრდილი წარმოება გავლენას ახდენს პროგნოზებზეც. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა უკვე შეამცირეს ნავთობის საპროგნოზო ფასები 2024 წლისთვის.

S&P-ში ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა პიკს მიაღწევს, მაგრამ გაზრდილი წარმოების პირობებში ეს პრობლემა არ იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *