“ასკანელის” დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე და კომპანია “Liber Pater”-ის დამფუძნებელი, ლუა პასკე, ვინც ყველაზე ძვირადღირებული და ერთ-ერთი მეტად გავლენიანი ღვინის მწარმოებელია, პარტნიორები გახდნენ.
“ეს შესანიშნავი სიახლეა საქართველოსთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენს უნიკალურ ღვინისმწარმოებლურ ტრადიციებსა და ისტორიაზე”, – ვკითხულობთ “ასკანელის” განცხადებაში.
“Liber Pater”-ი არის ძალიან იშვიათი ვენახი ბორდოში. ეს არის ადგილი, სადაც 2000 წლიდან ვაყენებთ ღვინოს. გვაქვს დიდი ცოდნა და მნიშნელოვანი სახეობები ბორდოდან… გამოვიყენეთ ყველა ის ავთენტური ჯიში, რომელიც ქრებოდა და რთულად ხელმისაწვდომი იყო. ჩემთვის ეს ტრაგედიაა, რადგან ჯიშების გაქრობასთან ერთად კარგავ ისტორიასა და შენი კულტურის ნაწილს. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ხელით, საკუთარ ვენახში გადამერგო ეს ჯიშები”, – ამბობს ლუა პასკე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორები საერთო პროექტზე მუშაობის დაწყებას უკვე გეგმავენ.