Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მეორე კონკურსში ახალი შესაძლებლობები გელოდებათ

Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მეორე კონკურსში ახალი შესაძლებლობები გელოდებათ

იანვარში ჩატარებული მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი, რომელიც Askgov.ge-ს ამოქმედების აღსანიშნავად მოეწყო, მხოლოდ დასაწყისი იყო. ფორსეტი რიგით მეორე კონკურსზე გიწვევთ — ვიზუალიზაციისთვის მეტი მონაცემით და სწავლების მეტი შესაძლებლობით. კონკურსის საწყისი საპრიზო ფონდი კი 3,500 ლარია.

კონკურსი მონაცემთა ღიაობის და აუდიტორიასთან მათი ეფექტური მიწოდების ნამდვილი ზეიმი იყო. მონაწილეებმა 23 ვიზუალიზაცია შემოგვთავაზეს, მათ შორის ინტერაქციული, სტატისტიკური, ანიმაციური და სხვა სახით.

ნამუშევრების დეტალური შეფასების შედეგად, ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული პროექტი შეარჩიეს, რომლებსაც 4,500 ლარიანი საპრიზო ფონდის სხვადასხვა წილი ერგოთ. გამარჯვებულები, ფორსეტის გუნდთან ერთად, ერთთვიან ინკუბაციის პერიოდს გაივლიან. ნაშრომების გაუმჯობესების შემდეგ, საბოლოო ვიზუალიზაციებს ფორსეტი, მედია პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებას შესთავაზებს.

კონკურსის მიზანი კვლავ Askgov.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვიზუალიზაციის შექმნაა. ამისათვის, სასურველია პლატფორმის გამოყენებით საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაცია გამოითხოვო და პასუხს დაელოდო. ამას გარდა, შეგიძლია Askgov.ge-ზე უკვე განთავსებულ მონაცემებს გაეცნო და ვიზუალიზაციისთვის გამოიყენო. პორტალზე უკვე ათობით წარმატებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაა თავმოყრილი, რომლებსაც თან მონაცემთა სხვადასხვა სახის კრებული ერთვის.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების გაზრდილ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

ამასთან ერთად, ორი კვირის მანძილზე, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.

Askgov.ge საზოგადოების მიერ მართული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მარტივად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-ზე მეტი საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ მონაცემებს.

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. დემოკრატიის მიერ მონიჭებულ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტს, Askgov.ge-ის მეშვეობით, ვიყენებთ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვისა და საჯარო დაწესებულებებში მეტი გამჭვირვალობის მოპოვებისთვის.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, საჯარო ინფორმაციაა, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი.

პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, თუ ის არ შეიცავს სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.

მონაწილეობის მისაღებად,12 თებერვლამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. Მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.

  • სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი? (10 ქულა)
  • რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა? (10 ქულა)
  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის? (10 ქულა)
  • კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)? (10 ქულა)
  • ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა. (10 ქულა)
  • დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს? (10 ქულა)
  • პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი? (10 ქულა)
  • პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე? (10 ქულა)
  • ბონუს ქულა — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მონაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან? (5 ქულა)

2 თებერვალი — კონკურსის გამოცხადება.
10 თებერვალი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.
12 თებერვალი — რეგისტრაციის დასასრული.
14–20 თებერვალი — მონაწილეები მიიღებენ ვორქშოფების ვიდეო ჩანაწერებს, რომელთა ნახვა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
14–24 თებერვალი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
25 თებერვალი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.

შეავსე ფორმა და დააფიქსირე საკონტაქტო ინფორმაცია. ეს დაგვეხმარება, პერიოდულად უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკურსის შესახებ: ინფო სესიაზე, მენტორობის სესიებზე და ა. Შ.

Შეავსე ეს ფორმა 12 თებერვლამდე: https://forms.gle/xURt6gLuJBw6JMQm6

გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh

10 თებერვალს , 17:30 წუთზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/meeting/register/tZArf-qvqzMtEt1cBlsrDYx1eWN1OrsRetPL

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
თეონა თომაშვილი
teona@forset.ge

ჯუბო ბერიძიშვილი
jubo@forset.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *