კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ მისი ვაქცინის შესწავლა დააჩქარა.
დაჩქარებული შესწავლის პროცესში მარეგულირებლებს აქვთ შესაძლებლობა რეალურ დროში გაეცნონ კლინიკური შემოწმების მონაცემებს და ჰქონდეთ დიალოგი მასზე მომუშავე კომპანიასთან წარმოების პროცესში.
შესწავლის ასეთი მიდგომა პოტენციური ვაქცინის შეფასებისა და დადასტურების დასაჩქარებლად გამოიყენება.
შეგახსენებთ, AstraZeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს. ის ერთ-ერთი მოწინავეა იმ ათობით კომპანიას შორის, რომლებიც ასევე ცდილობენ COVID-19-ის ვაქცინის შექმნას.
ცნობისთვის, Bloomberg-მა გასულ კვირას დაწერა, რომ იმ ვაქცინის კანდიდატის დაჩქარებული შესწავლაც დაიწყო, რომელზეც კომპანია Pfizer-ი მუშაობს.
სწორედ Pfizer-ი და AstraZeneca არიან მოწინავე პოზიციაზე ვაქცინის შექმნის პროცესში. იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე რომელიმე ვაქცინა მაინც იქნება მზად.