ACCENTURE-ის შეფი პიერ ნანტერმი აღმასრულებელ დირექტორებს მოუწოდებს, ხელგაშლილი მიეგებონ ტექნოლოგიას, რომელიც მათ კომპანიებს სწრაფ ცვლილებებს მოუტანს.
Accenture-ში უკვე თქვენს 35-ე წელს ატარებთ.
ჰო, ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ბევრი ევოლუციით.
ციფრული ტექნოლოგია უდავოდ განვითარდა. ახლა რისი დრო მოდის?
მომდევნო ტალღის პირისპირ ვართ: გლობალური უსაფრთხოებისა და ციფრული ტრანსფორმაციის. ამ სფეროებთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ყოველ წამს იცვლება.
აღმასრულებელმა დირექტორმა ამ საკითხზე რა ჭრილში უნდა იფიქროს?
წინა ტექნოლოგიური რევოლუციები პროდუქტიულობას ეხებოდა… ბიზნესის რაციონალიზებას. ახლანდელს ახალი, ძირგამომთხრელი მოდელების შექმნასთან აქვს საქმე.
რა იყო თქვენი სტრატეგია ციფრული ტრანსფორმაციისთვის?
ჩვენ ხუთი მიმართულებით გავატარეთ ცვლილებები: ინტერაქტიურ, მობილურ, ანალიტიკურ, cloud-ისა და უსაფრთხოების სფეროებში.
დრო და ფული წარმავალია. როგორ საზღვრავთ ციფრული სტრატეგიის პრიორიტეტებს?
იკითხეთ, თქვენი სტრატეგიათა ნუსხიდან ამწუთას რომელი ტექნოლოგიაა ზრდასთან ადაპტირებადი.
მრავალი კორპორაციული საბჭო ციფრულ ტექნოლოგიას კვლავ უმნიშვნელო საკითხად განიხილავს და მას, პრაქტიკულად, 30-წუთიან დისკუსიად აქცევს აუდიტის კომიტეტზე.
კანონის დაცვა და კიბერუსაფრთხოება აუდიტის კომიტეტის საქმეა, შემოსავლის ზრდა და მომავლის ინვესტიციები – სტრატეგიის კომიტეტის.
ყოველდღიურ ოპერაციებზე თუ მიდგება საქმე, ვის უნდა ჩააბარონ ანგარიში ინფორმაციულმა და ციფრულმა დირექტორებმა?
დღეს სულ უფრო მეტი ინფორმაციული დირექტორი იმ სააღმასრულებლო კომიტეტის შესახებ სვამს საკითხს, რომელიც ყველა ოპერაციის უფროსს მოიცავს. ციფრული დირექტორი, თავის მხრივ, როგორც კომპანიის ყველა ციფრული სტრატეგიის მენეჯერი, ამ კომიტეტში უნდა იყოს.
როგორ აღწერდით Accenture-ის ბოლო ხუთი წლის ევოლუციას?
დღეს სრულიად განსხვავებულები ვართ. მივხვდით, რომ პროფესიული სერვისები ყოველდღიური მოხმარების საქონლად იქცეოდა. ინოვაციისა და მასშტაბის თვალსაზრისით, ლიდერები უნდა გავმხდარიყავით.
მაშ, Accenture-ი დღეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა?
არა. ჩვენი სერვისი გულისხმობს საუკეთესო არსებული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ისე, რომ კლიენტებისთვის ისინი ადეკვატური და ეფექტიანი გავხადოთ.
რატომ უნდა იყიდონ Accenture-ის აქციები გრძელვადიანმა ინვესტორებმა?
უნდა დაფიქრდნენ, რა ხდის კომპანიას უაღრესად გამორჩეულს, უაღრესად მიზანსწრაფულსა და უაღრესად მოქნილს. ამავე დროს, მათ უნდა დასვან კითხვა, რამდენად გამძლეა კომპანია – შესწევს თუ არა მას ძალა, ეფექტიანობა შეინარჩუნოს და თან ეს იმგვარი შეუპოვარი ენთუზიაზმითა და დისციპლინით გააკეთოს, როგორითაც ბიზნესს მართავს.
დატოვე კომენტარი