ავტომწარმოებელი Audi 2020 წელს გაყიდვების შემცირებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეები საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით დასრულდა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა მარკუს დიუსმანმა განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავაკომპენსირებთ ბოლო რამდენიმე თვით მსოფლიო მასშტაბით დიდ დანაკარგებს, რაც გვქონდა აპრილსა და მაისში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დისტრიბუტორები საკმაოდ კარგად მუშაობენ“, – განაცხადა დიუსმანმა.
კომპანიისთვის სექტემბერი საუკეთესო თვე იყო წლის მანძილზე გლობალურ დონეზე ოპერირების მიხედვით. ქვეყნების მიხედვით კი Audi-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩინეთი შედარებით უკეთეს პოზიციაზეა და 2020 წელს სავარაუდოდ გაყიდვების მცირედი ზრდით დაასრულებს.
ცნობისთვის, პანდემიის კრიზისი აისახა ავტომწარმოებლებზეც. „ლოკდაუნების“ პერიოდში ავტოგაყიდვები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.
დატოვე კომენტარი