2018 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 246 აუდიტორული ფირმა და 440 აუდიტორი იყო რეგისტრირებული.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით მათი მთლიანი შემოსავლები 18%-ით გაიზარდა. აქედან, აუდიტიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით არის გაზრდილი, ხოლო სხვა პროფესიული საქმიანობიდან კი 10%-ით.
ჯამში აუდიტორებმა და აუდიტორულმა ფირმებმა 2018 წელს 116 053 000 ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან ყველაზე დიდი წილი – 66.5 მლნ ლარი სხვა პროფესიულ საქმიანობაზე მოდის, ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან შემოსავალი 44.2 მლნ ლარი იყო, ხოლო სხვა აუდიტორული საქმიანობიდან 7.2 მლნ ლარი.
გაზრდილია სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობაც. კერძოდ, 2018 წლის ბოლოსთვის, აუდიტორული სფერო ჯამში 2607 პირს ასაქმებდა.
დატოვე კომენტარი