გასულ წელს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების შემოსავლებმა 93 მილიონს გადააჭარბა და 93 265 145 ლარი შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების შემოსავლები 8,7 მილიონი ლარით გაიზარდა.
2016 წელს შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 28,183,264 ლარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე მოდიოდა. აუდიტორებმა და აუდიტორულმა ფირმება 25,199,243 ლარის შემოსავალი მიიღეს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებიდან.
ამასთან, გასულ წელს მთლიანი შემოსავლების 74% ტოპ-10 აუდოტორულ ფირმაზე მოდიოდა.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 2476-ია.
დატოვე კომენტარი